სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვების ობიექტ „სამიკიტნოს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ჭიათურაში კვების ობიექტი „სამიკიტნო” (მის: ჭიათურის რაიონი, სოფ. კალაური, ინდმეწარმე ლ. მ.) გეგმურად შეამოწმეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა:

▪️ გამწოვი სისტემის გაუმართაობა;

▪️ არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია;

▪️ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა მიმდებარე ტერიტორიაზე.

გამოვლენილი დარღვევბის გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.”-აღნიშნულია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *