უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოში იმყოფება

  • უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოშია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის პრემიერ-მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დახვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 3 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *