უკრაინის სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე უარი უთხრეს

  • უკრაინის სახალხო დამცველ ლუდმილა დენისოვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოვიდა, გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესვლაზე უარი უთხრეს.

“გავიგეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ნახვაზე უარი გვითხრეს. ამზადებენ ოფიციალურ პასუხს და გვეცოდინება უარის მიზეზი. მაინც მოვედით, მინდა შევხვდე ამ დაწესებულების დირექტორს. ვიცი, რომ დირექტორს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მაგრამ ვიღაც ხომ ასრულებს მის მოვალეობას“, – აღნიშნა ლუდმილა დენისოვამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *