შიდა ქართლის რეგიონში მდებარე დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში მდებარე დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დევნილთა სააგენტო შავშვების, ხურვალეთის, ბერბუკის, თელიანის, მეტეხისა და კარალეთის დასახლებებში მცხოვრებ 150-მდე ოჯახს სახლის იატაკის საფარს სრულად შეუცვლის.

აღნიშნული საჭიროების შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, სოფელ შავშვებში გამართულ შეხვედრაზე დევნილი ოჯახებისგან მოისმინა და დახმარება აღუთქვა.

პროექტი დევნილთა სააგენტოს ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 264 776 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *