შსს – პოლიციამ ავტომანქანის გატაცების ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1969 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კ.მ.-ს კუთვნილ ავტომანქანას და მიიმალა. 

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მ.მ. პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *