ჩიკაგოს ერთ-ერთმა საავადმყოფომ ვაქცინაცია შეაჩერა

  • ჩიკაგოს ჩრდილოეთით მდებარე საავადმყოფოს ოთხ თანამშრომელს კორონას საწინააღმდეგო ვაქცინამ უარყოფითი რეაქცია მისცა, რის შედეგადაც საავადმყოფოში შეაჩერეს ვაქცინაციის პროცესი.

თანამშრომლებს დაუფიქსირდათ კარდიოლოგიური ჩივილები, თუმცა, სამი მათგანის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდა, ერთი კი განაგრძობს მკურნალობას საავადმყოფოში.

სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობამ მედიასთან განაცხადა, რომ დაზარალებული ოთხი თანამშრომელი წარმოადგენს ორგანიზაციის 3,000 თანამშრომლის მხოლოდ მცირე ნაწილს, რომლებიც აცრილნი არიან მიმდინარე კვირის განმავლობაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *