ძლიერმა წვიმამ გურიაში პრობლემები შექმნა

  • ძლიერმა წვიმამ გურიის რეგიონში პრობლემები შექმნა. რამდენიმე სოფელში წყალმა სახლების პირველი სართულები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო ფართობები დატბორა.

მოსახლეობას დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა.

ლანჩხუთში მეწყრული პროცესების შედეგად, ათამდე სახლი გარესამყაროს მოწყდა.

ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები.

„უმძიმესი სურათია. მეწყრის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილია ათამდე სახლი. მობილიზებულია ტექნიკა და ვცდილობთ, უმოკლეს დროში განვახორციელოთ შესაბამისი სამუშაოები. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჩოჩხათში“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *