წალკაში ყველის არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სურსათის ეროვნუნლი სააგენტოს ინფორმაციით, წალკაში, ყველის არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წალკაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ინდივიდუალური მეწარმე ე. გ (მისამართი: წალკა, შარტავას 1 ა) ნედლი რძის თერმულ გადამუშავებას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა.

ინსპექტირებისას დაფიქსირდა ასევე კრიტიკული შეუსაბამობები, ტექნოლოგიური პროცესისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაევალა მავნე სურსათის რეალიზაციის აღკვეთა. მეწარმე დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს არალეგალური საწარმოების გამოვლენას და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *