- ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, რის გამოც, 19 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გადაადგილება შეიზღუდება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
„დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძის ქუჩისა და მიხეილ თამარაშვილის გამზირის გამოყენებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

