ხანძრის 2 ახალი კერა – სოფელ მამათში და ასპინძაში.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბუნებაში გაჩენილი ხანძრების ჩასაქრობად უწყვეტ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ღამის განმავლობაში გაჩნდა 2 ახალი კერა – გურიაში, სოფელ მამათში და სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში.

“გურიასა და ასპინძაში ხანძრები ლიკვიდირებულია. ერთი კერაა დარჩენილი სამეგრელოში – დობერაზენში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *