ხვალიდან ერთი დღით ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

  • შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კმ-ებ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბებში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 8 ივლისის 00:00 საათიდან 9 ივლისის 00:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კმ-ებ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბებში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 8 ივლისის 00:00სთ-დან 9 ივლისის 00:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის გავლით.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა და მისი გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”.-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *