02.04.21: საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 326 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 646 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 659, „პისიარ“ ტესტით – 9 987.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,15% ბოლო 14 დღის – 1,8%, ბოლო შვიდი დღის – 1,73%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 282 789 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 273 930 გამოჯანმრთელდა, 3 798 კი, გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *