06.02.21: 602 კორონაინფიცირების და 11 ახალი გარდაცვალების შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსის 602ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 569 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 335 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 10 591, „პისიარ“ ტესტით 7 744.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 261 620 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 252 815 გამოჯანმრთელდა, 3 269 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 485, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 231 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 295 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *