1 იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება

  • 2023 წლის 1 იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. სააგენტოს მიზანია, ქვეყანაში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები სრულად აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 1 იანვრიდან, საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელი, დაცული ადგილწარმოშობის ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის სპირტიანი სასმელის სერტიფიცირება სავალდებულო ხდება.

შესაბამისი ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ 2021 წელს შევიდა.

ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას, ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს, რაც იქნება გარანტი, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *