11.04.21: საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 592 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 823 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 878, პისიარტესტით – 7 945.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,85%, ბოლო 14 დღის – 2,26%, ბოლო 7 დღის – 2,5%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 288 396 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 277 303 გამოჯანმრთელდა, 3 877 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 198, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 298 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 309 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *