- 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს.
ღვთისმსახურება 17:00 საათზე დაიწყება“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარაკლისის დასრულების შემდეგ მრევლი და სასულიერო პირები მტკვარში წამებულთა პატივისცემის ნიშნად ყვავილებს ჩაყრიან.

