15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდება

  • საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდება. China Eastern Airlines რეისებს კვირაში 3-ჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

უწყების ცნობით, China Eastern Airlines მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს.

“ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. უვიზო რეჟიმთან ერთად, ორ ქვეყანას შორის მგზავრობა კიდევ უფრო მარტივი გახდება”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი: www.ceair.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *