15.03.21: საქართველოში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 730 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 275, ხოლო პისიარტესტით – 4 455.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 1,16%, ბოლო 14 დღის – 1,53%, ბოლო 7 დღის – 1,41%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 275 148 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 268 565 გამოჯანმრთელდა, 3 650 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 211, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 1 358 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 131 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *