16.04.21: საქართველოში კორონავირუსის 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 442 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ქვეყანაში ჩატარდა 31 645 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 727, „პისიარ“ ტესტით – 10 918.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,4%, ბოლო 14 დღის – 2,77%, ბოლო 7 დღის – 2,04%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 293 321 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 279 831 გამოჯანმრთელდა, 3 916 კი, გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 26 427 პირი, დღიურად აცრილია – 1 504 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია 331, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 720 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 400 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *