08.02.21: კორონავირუსის 204 და გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა

  • საქართველოში კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 736 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 593 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 887, „პისიარ“ ტესტით – 2 706.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,09%, ბოლო 14 დღის – 3,84%, ბოლო 7 დღის – 3,69%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 262 228 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 254 350 გამოჯანმრთელდა, 3 298კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 446, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 229 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 295 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *