18.04.21: საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 783 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 822 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 197, პისიარტესტით – 8 625.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,35 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,98 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,41 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 295 358 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 280 915  გამოჯანმრთელდა, 3 939 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 29 184 პირი, დღიურად აცრილია – 1 530 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია 310, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 982 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 439 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *