19.04.21: საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 659 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ქვეყანაში ჩატარდა 9 750 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 650, პისიარტესტით – 4 100.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,93 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,06 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,58 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 295 936 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 281 574 გამოჯანმრთელდა, 3 949 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 30 209 პირი, დღიურად აცრილია – 1 025 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია 277, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 174 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 437პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *