2 ნოემბრამდე უნალექო ამინდი იქნება

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში შესაძლოა თოვლი აღინიშნოს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

29 ოქტომბერს გამოიდარებს და 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

თბილისში 2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება. 27-28 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *