20.03.21: საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, 422 დაინფიცირდა

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 23 169 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 422 შემთხვევა. ყველაზე მეტი – 216 თბილისში

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური – 1.82%;

ბოლო 7 დღის – 1.49%;

ბოლო 14 დღის – 1.52%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 158-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 277 218 შემთხვევა. მათგან 269 784 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3691 ადამიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *