- 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული თბილისის 45-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მაგდა მიქაბერიძე გახდა.
დაჯილდოების ცერემონია 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გაიმართა.
გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით 15 000 ლარი გადაეცემა.
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:
არჩილ თოდუა – ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელი;
მაგდა მიქაბერიძე – თბილისის N45 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
ეკატერინე ჩიქოვანი – თბილისის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
მადონა წერედიანი – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
ლაურა ჯიმშელეიშვილი – დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის „შავნაბადა“ ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

