22 მარტიდან 24 მარტის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 მარტიდან 24 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი.

“მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *