22.03.21: საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ათი პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 396 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ათი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 185 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 993, პისიარტესტით – 3 192.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,75 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,56 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,72 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 277 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 270 369 გამოჯანმრთელდა, 3 710 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 204, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 460 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 173 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *