26.02.21: საქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 320 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 270 137 შემთხვევა, მათ შორის 264 047 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 485-ია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 25 436 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 17 311, პისიარტესტი – 8 125.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,32 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,2 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,03 პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 304 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 542, კლინიკურ სასტუმროში რჩება 167 პირი.

ამასთან, 25 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 470 პაციენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *