27.03.21: კორონავირუსის 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 219 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 560 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 791, პისიარტესტით – 11 769.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,34 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,62 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,77 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 279 936 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 271 804  გამოჯანმრთელდა, 3 746 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 301, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 589 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 192 პირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *