4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული რვა პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა

  • 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული რვა პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

კერძოდ, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ: ალექსანდრე გოგოლაძე, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია, გენადი კელიხაშვილი, დავით ღურწკაია და ევა შაშიაშვილი. მათ ბრალი აღიარეს და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება შედგა. ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმება სამწლიანი პირობითი მსჯავრით გააფორმა.

საქმის ამ ეპიზოდზე დაკავებული პირთაგან ბრალს არ აღიარებენ და საპატიმრო დაწესებულებაში რჩებიან: დავით სტურუა, დავით ჟღენტი, ზაქრო ალბუთაშვილი, კახაბერ მჟავანაძე, გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე, კონსტანტინე კოკაია.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *