6 იანვრამდე დარიანი ამინდი იქნება

6 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

უნალექო ამინდი იქნება თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა 2 იანვარს დღის საათებში +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *