დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება

  • საქართველოში დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა გაიმართება.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 13:00 საათზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.

მათივე ცნობით, ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევა, მრევლთან ერთად ჩაერთონ ლოცვით მსვლელობაში.

17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს გამოცხადდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *