ჯანდაცვის სამინისტრომ ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი სამედიცინო განყოფილება გახსნა

  • ნარკომანიით დაავადებული პირების მკურნალობის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” ბაზაზე სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი განყოფილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზთან ერთად დაათვალიერა.

უწყების ცნობით, ახალი სტაციონარი 22 პაციენტზეა გათვლილი. უახლოეს მომავალში საწოლფონდის პერიოდულად გაზრდა იგეგმება. დაწესებულება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.

“მკურნალობის პროცესში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან ნარკოლოგები, სხვადასხვა პროფილის ექიმები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. მკურნალობა წარიმართება თანამედროვე კლინიკური გაიდლაინებისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და სრულად იქნება მორგებული თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

+4

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *