”ჩვენ არასდროს ვგეგმავთ წინასწარ. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს არგუმენტები, გვაქვს მკაფიო, ზუსტი პოზიცია. ჩვენ მას დავაფიქსირებთ. სტივენ უიტკოფის ვიზიტების დროს აქ უკვე ბევრი რამ გაკეთდა, პრეზიდენტმა ამის შესახებ განაცხადა. უიტკოფმა პრეზიდენტ ტრამპის სახელით ისაუბრა. იმედი მაქვს, რომ დღეს ამ ძალიან სასარგებლო საუბარს გავაგრძელებთ“, – განაცხადა ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი დღეს ალასკაში შეხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება. მისი თქმით, პუტინი და ტრამპი ჯერ პირისპირ შეხვედრას გამართავენ, შემდეგ კი დელეგაციების მონაწილეობით.