- ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი გაიხსნა.
სპორტკომპლექსში განთავსებულია დიდი (33×25მ) და პატარა (16×8მ) ზომის საცურაო აუზები, სავარჯიშო და ძალოსნობის დარბაზები.
სპორტული კომპლექსი აღჭურვილია ცურვის, წყალბურთის და ძალოსნობის შეჯიბრების ჩასატარებლად აუცილებელი ინვენტარით.
სპორტკომპლექსის გვერდით აშენდება კალათბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტები.
დღეისათვის, უკვე ფუნქციონირებს რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სპორტკომპლექსები.