- მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ თეკლა გერსამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორ გია შაიშმელაშვილის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. ადვოკატი 30 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.
ბრალდებული თეკლა გერსამია დანაშაულს არ აღიარებს.
წყარო