მერია – დაგეგმილი სამუშაოების გამო, პავლე ინგოროყვას ქუჩის შესახვევში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

  • თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, პავლე ინგოროყვას შესახვევისა და ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთაზე შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაციას იწყებს.

“დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 11 სექტემბრის 09:00 საათიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, პავლე ინგოროყვას ქუჩის შესახვევში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში საგზაო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ზურაბ ჟვანიასა და მიხაი ზიჩის ქუჩების გამოყენებით.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *