შსს: სამართალდამცველებმა კახეთში 1337 ძირი მცენარე “კანაფი“ ამოიღეს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის  ჯგუფურად, უკანონო დათესვა- მოყვანა-კულტივირების, აღნიშნულ დანაშაულში დახმარების,  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირი დააკავეს. 

შსს ინფორმაციით, დაკავებული არიან:  1985 წელს დაბადებული ლ.მ. , 1989 წელს დაბადებული დ.მ., 2001 წელს დაბადებული რ.ჩ.;   2003  წელს დაბადებული ხ.ს.  და  1978 წელს დაბადებული  წარსულში ნასამართლევი  ზ. ჩ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაულები  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მათ დროებით სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში, ნარკოტიკული საშუალების  შემცველი მცენარე „კანაფის“-ს უკანონო დათესვა – მოყვანასა და  კულტივირებას ეწეოდნენ, შემდგომ კი  მცენარე „კანაფს“-ს,   საცხოვრებელ სახლში, სპეციალურ მოწყობილ სათავსოში აშრობდნენ.

სამართალდამცველებმა  სასოფლო – სამეურნეო  მიწის ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული  საშუალების შემცველი მცენარე “კანაფის” 1337  ძირი ნივთმტკიცებად ამოიღეს , ასევე, ამოღებულია  განსაკუთრებით დიდი ოდენობით  გამომშრალი “მარიხუანა” და   „მარიხუანას” დაფასოებისთვის განკუთვნილი სასწორი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  260-ე, 260-ე კვარტა,  25-265-ე პრიმა და  265-ე პრიმა  მუხლებით მიმდინარეობს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *