პრეზიდენტის სასახლეში ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა

  • პრეზიდენტის სასახლეში ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

რწმუნებათა სიგელები 16 ქვეყნის: ისრაელის, საფრანგეთის, უნგრეთის, ირლანდიის, ავსტრალიის, მონტენეგროს, სამხრეთ აფრიკის, ჩილეს, ყირგიზეთის, კონგოს, პორტუგალიის, ახალი ზელანდიის, ბელარუსის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკების, ასევე, ომანის სასულთნოსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა გადმომცეს.

ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, ელჩებს მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვე.

ღონისძიებაში მონაწილეობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ქეთევან კვინიკაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა მიიღეს.

ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური გვერდი ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *