წინამძღვრიშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

  • ჩუღურეთის რაიონში, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი ღონისძიების გამო, დღეს, 14:00-დან 22:00 საათამდე, წინამძღვრიშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, გადაადგილება სრულად შეიზღუდება წინამძღვრიშვილისა და მოსე გოგიბერიძის  ქუჩების კვეთიდან წინამძღვრიშვილისა და ლევ ტოლსტოის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

„შეზღუდვის პერიოდში, წინამძღვრიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ივანე ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ლევ ტოლსტოის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მოსე გოგიბერიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედანზე  მარცხნივ მოხვევით“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *