პოლიციამ 13 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით 28 წლის პირი დააკავა

  • სამართალდამცავებმა 13 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით 28 წლის პირი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ნ.ჩ დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რაც პარალელურ რეჟიმში მისსავე სოციალურ ქსელში აიტვირთა და გავრცელდა. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.ჩ ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *