ირაკლი კობახიძე შანხაიში ვიზიტს გამართავს

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ლი ციანის მიწვევით, შანხაიში ვიზიტს გამართავს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან.

„გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, სადაც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. გამოფენაზე 40-ზე მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი.

ირაკლი კობახიძე შანხაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *