საახალწლო განათებების მონტაჟის გამო კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

  • თბილისში საახალწლო ილუმინაციების მოწყობა მიმდინარეობს. დაგეგმილი სამონტაჟო სამუშაოების გამო, მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე 13 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

“კერძოდ, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა იმოქმედებს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, მერაბ კოსტავას N27-დან N59-მდე მონაკვეთზე.

რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნ. ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით ავტომობილები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.”-ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *