ირაკლი კობახიძე ხვალ რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვალ რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან.

ასევე, აღნიშნავენ, რომ ირაკლი კობახიძე ვატიკანს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *