- დღეს, 26 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ.
ირაკლი კობახიძე პარლამენტში ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მიიწვია. ინტერპელაცია ორ საკითხს შეეხება – კითხვები დაისმება უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმასთან და Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით.

