24 -ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

  • სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბაქოს ქ. N-1 -ში მდებარე 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტი -„შპს სისა“ ( ს/კ 432551865). შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა (ჰიგიენური ნორმების დარღვევა). ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სკოლის და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ობიექტების შემოწმებას.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე – 1501

სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *