შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს, მან აღნიშნულ თანამდებობაზე თეიმურაზ კუპატაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრმა წარუდგინა. გეკა გელაძემ, გიორგი ალადაშვილთან ერთად დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

გიორგი ალადაშვილს ამ დრომდე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ეკავა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *