- შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.დ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო 9 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო“. ხოლო, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებები, ასევე ამოღებულია 30 ადგილიდან.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.

