- ჟურნალისტი ელისო კილაძე რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი,- ამის შესახებ ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, ელისო კილაძე ჯერ არ დაუკითხავთ, მისი დაკითხვა მას შემდეგ მოხდება, რაც საქმის მასალებს გადასცემენ. ადვოკატის განმარტებით, ახლა მხოლოდ დაკავების ოქმი გადასცეს.

