საპატრულო პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის  ბრალდებით 1994 წელს დაბადებული გ.მ., უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1988 წელს დაბადებული ა.ა. და 1997 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს.  

“სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების  ჩხრეკის შედეგად,  სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული  საშუალებები, მათ შორის: „ბუპრენორფინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *